საქართველო გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ხელისუფლების მიერ საარჩევნო უბნების გახსნას.

Posted on Leave a commentPosted in news, პოლიტიკა, საზოგადოება

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის ეს ქმედება ყველა საერთშორისო სამართლის ნორმას ეწინააღმდეგება და საერთაშორისო საზოგადოებისგან ფაქტის შეფასებას ელის. „ვგმობთ, საარჩევნო უბნების გახსნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.  ეს ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმას. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და აჩვენებს იმ არალეგიტიმურ ქმედებებს, რაც არის ოკუპაციის შედეგი და რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მისცეს შესაბამისი შეფასება“-განაცხადა საგარეო საქმეთა […]

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება

Posted on Leave a commentPosted in news, საზოგადოება, სპორტი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება.   ბრალდებული მორაგბის ადვოკატი სასამართლოსგან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლებას ელოდება. ჩატარდა რამდენიმე ექსპერტიზა, განსხვავებული შედეგით.  ავარიაში პაპასკირების ოჯახი კვირიკაშვილს გამოძიებაზე ზეწოლაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ , რომ ორი წლის წინ ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, მორაგბის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, ნუცა კალანდარია და მათი მეგობარი ანი ჩხაიძე ემსხვერპლნენ. […]

საბერძნეთის საგარეოს საქმეთა მინისტრს, მუქარის შემცველი ანონიმური წერილი და ტყვია გამოუგზავნეს

Posted on Leave a commentPosted in news, კატეგორიის გარეშე, პოლიტიკა, საზოგადოება

ათენის პოლიციის ცნობით, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მუქარის წერილი და მასთან ერთად ტყვია გამოუგზავნეს. გასულ თვეს, ნიკოს კოტზიასმა სხვა მუქარის შემცველი წერილები და ზარები მიიღო. პოლიციის ცნობით, ბოლოს გამოგზავნილ კონვერტში, მოთავსებული იყო ტყვია და შენიშვნების წერილი. წერილში ყურადღება იყო გამახვილებული საგარეო საქმეთა მინისტრის როლზე მაკედონიის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში. კოტზიასისთვის თებერვალში გამოგზავნილ წერილში ნათქვამი იყო რომ […]

საბერძნეთის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვას, სულ მცირე, 16 მიგრანტი ემსხვერპლა

Posted on Leave a commentPosted in news, კატეგორიის გარეშე, საზოგადოება

სანაპირო დაცვის წარმომადგენლების განცხადებით, საბერძნეთის სანაპიროსთან ნავის გადაბრუნებას 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ხუთი ბავშვი. ინციდენტი საბერძნეთის აგათონისის კუნძულთან მოხდა, რომელიც თურქეთის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. დაზარალებულების ვინაობა და მოქალაქეობა არ არის ცნობილი. Reuters-ის ცნობით, სულ მცირე, სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება. სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა მხოლოდ სამი მგზავრის გადარჩენა მოახერხეს. საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ნავზე სულ მცირე […]

ოფიციალური ირანის განცხადებით, ევროპის ახალი სანქციები გავლენას მოახდენს ბირთვულ გარიგებაზე

Posted on Leave a commentPosted in news, კატეგორიის გარეშე, საზოგადოება

ოფიციალური ირანის განცხადებით, ევროპის ახალი სანქციები გავლენას მოახდენს ბირთვულ გარიგებაზე. ასევე, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარასკევს განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ევროპის ახალი სანქციები პირდაპირ გავლენას მოახდენს ბირთვულ გარიგებებზე მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოებსა და თეირანს შორის. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აბას არაქჩიმ განაცხადა: „იმ შემთხვევაში, თუ ევროპული სახელმწიფოები ახალ სანქციებს დააწესებენ, მხოლოდ […]

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო

Posted on Leave a commentPosted in news, კატეგორიის გარეშე, პოლიტიკა, საზოგადოება

რუსებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყეს, რაც შეიძლება „დამღუპველი“ აღმოჩნდეს, თუ ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა არჩევნებზე არ გამოცხადდება. რადგან შედეგი უკვე საკმაოდ პროგნოზირებადია. რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე, პეტროპავლოვსკი-კამპატსკის საარჩევნო უბნები, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცედურა კალინინგრადის რეგიონის დროით საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. გრაფიკზე მოცემულია ამ დროის წინასწარი მონაცემები, მაგრამ […]

გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

Posted on Leave a commentPosted in news, კატეგორიის გარეშე, საზოგადოება

გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, დაშავებულებს დახმარებას უწევენ და საავადმყოფოში გადაჰყავთ. 7 დაშავებული სხვადასხვა დაზიანებით უკვე გადაყვანილია ამბულატორიებსა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო […]

გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევა. კადრები შემთხვევის ადგილიდან (ვიდეო)

Posted on Leave a commentPosted in news, კატეგორიის გარეშე, საზოგადოება

უბედური შემთხვევა გუდაურში – არსებული ინფორმაციით საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.      

პარკირების საათობრივი საფასური – “სითი ინსტიტუტი” მერიას ახალ სისტემას სთავაზობს

Posted on Leave a commentPosted in news, პოლიტიკა, საზოგადოება

ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი” დედაქალაქის მერიას პარკირების ახალ სისტემას სთავაზობს. საუბარია, ქალაქის ზონებად დაყოფასა და პარკირების საფასურის საათობრივ გადახდაზე. კომპანიის წარმომადგენლები დღეს ბრიფინგს გამართავენ, სადაც დეტალებზე ისაუბრებენ. „ვთავაზობთ მერიას და შემდეგ შეიძლებოდა უკვე ამ სისტემის დანერგვა თუ გაამართლებდა საათობრივი გადახდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ფინანსურად გათვლები არ არის გაკეთებული, აქ არის აპარატის ჩამოტანაზე საუბარი, სპეციალურმა სამსახურებმა  უნდა  დაითვალონ ეს […]