20 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

Posted on Leave a commentPosted in news, კატეგორიის გარეშე, საზოგადოება

თბილისში 20 წლის  გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. მას სხეულზე დაზიანება,ცივი იარაღით აქვს მიყენებული “დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, აღმოჩენილ იქნა ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია – იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს […]

სანტორინი – სამოთხის ნამცეცი დედამიწაზე

Posted on Leave a commentPosted in ბლოგი სილამაზის შესახებ, კატეგორიის გარეშე, რჩევები, საზოგადოება

სანტორინი ნამდვილი სამოთხეა მათთვის, ვისაც მშვიდი დასვენება სურს. კუნძული შემოქმედებითად გმუხტავს და რომანტიულ განწყობაზე გაყენებს.    

ჩელსი -ბარსელონა (1:1)

Posted on Leave a commentPosted in news, კატეგორიის გარეშე, საზოგადოება, სპორტი

ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალური მატჩი “ჩელსი”-“ბარსელონა” დაძაბული თამაშის მიუხედავად ფრედ (1:1) დასრულდა . 62-ე წუთზე ვილიანმა მესამე ცდიდან მოახერხა გოლის გატანა, თუმცა 75-ე წუთზე ინიესტამ მცველების შეცდომით ისარგებლა და მისი პასით მესიმ ანგარიში გაათანაბრა. ეს მისი პირველი გოლი იყო ლონდონელებთან მე-9 მატჩში.

თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Posted on Leave a commentPosted in news, კატეგორიის გარეშე, რჩევები, საზოგადოება

კომპანია თელასის ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 21 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: საბურთალოს რაიონი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ნატბეურების დასახლების, ქოშიგორის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ყურაშვილის, მირიან მეფის, პეტრე იბერის, ვიქტორ ნოზაძის, […]

მარიამ კუბლაშვილი – “პროკურატურის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას არ ვენდობი, ყველაფერს ვაყენებ ეჭვქვეშ”

Posted on Leave a commentPosted in news, კატეგორიის გარეშე, პოლიტიკა, საზოგადოება

თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი პროკურატურის მიერ ჩატარებულ ბალისტიკურ ექსპერტიზას უნდობლობას უცხადებს. მიღებული პასუხი დაცვის მხარისთვის მიუღებელია. მარიამ კუბლაშვილი ეჭვობს, რომ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღის მასრა არ არის ამოღებული. “პროკურატურის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას მე არ ვენდობი. ყველაფერს ვაყენებ ეჭვქვეშ ამიტომაც მყავს მოწვეული ექსპერტი და ჩემი მთავარი მოთხოვნაა, ვინაიდან დრეს ჩვენ უკვე გავეცანით ექპერტიზის პასუხს და გამოვითხოვოთ ცეცხლსასროლი იარაღი, […]

მიხეილ სააკაშვილი – “უკრაინას შეუწყვიტეს ფინანსური დახმარებები საერთაშორიო ორგანიზაციებმა, ევროპა ხურავს პროექტებს”

Posted on Leave a commentPosted in news, პოლიტიკა, საზოგადოება

უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საზღვარზე საკონტროლო გამშვები პუნქტების მოდერნიზაციის პროგრამის შეჩერებას მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში არსებულ კორუფციას უკავშირებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “news one””-ის ეთერში ისაუბრა. “დღეს, ხელისუფლებაში არსებულმა კორუფციამ მორიგი შედეგი გამოიღო. ევროკავშირმა შეაჩერა პროექტი უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სასაზღვრო პუნქტის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით. პროექტი, რომელსაც უნდა გაემარტივებინა უკრაინის ევროპასთან ურთიერთობა. უკრაინას შეუწყვიტეს ფინანსური […]

სოზარ სუბარი – ძველ ტიკში ახალი ღვინო ვერ ჩაისხმება, გასკდება და ამას უკეთებს მარგველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს .

Posted on Leave a commentPosted in news, კატეგორიის გარეშე, პოლიტიკა, საზოგადოება

,,სახელმწიფო ინსტიტუტები ირღვევა მაშინ, როდესაც ერთი ინსტიტუტის წარმომადგენელი ცდილობს, არ ჩაეტიოს თავის ფარგლებში,”- ამ სიტყვებით ეხმაურება სოზარ სუბარი, პრეზიდენტის განცხადებას “სახელმწიფო ინსტიტუტებს არღვევს, როდესაც ერთი გარკვეული ინსტიტუტის წარმომადგენლები ცდილობენ, არ ჩაეტიონ თავის ფარგლებში და გადიან ფარგლებს გაღმა. დღეს მარგველაშვილი არის პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში. ცდილობს, ისეთი პრეზიდენტი იყოს, როგორიც იყო სააკაშვილი ან შევარდნაძე. არ გამოდის. […]

სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გაჩნდა არაფორმალური მმართველობა – რომან გოცირიძე პრეზიდენტის შეფასებაზე საუბრობს

Posted on Leave a commentPosted in news, კატეგორიის გარეშე, პოლიტიკა, საზოგადოება

“სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გაჩნდა არაფორმალური მმართველობა იმიტომ, რომ პარლამენტი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და ვიღაც სხვა ასრულებს. სასამართლო სისტემა მთლიანად დეგრადირებულია და ექვემდებარება გარკვეულ ჯგუფებს. “აღმასრულებელი ხელისუფლება არის უკონტროლო და ჩადის უამრავ დანაშაულს და მისი გამოძიების არავითარი შანსი არ არსებობს. სხვა ხელისუფლება რეალურად არ არის. მედია ხელისუფლებაც კი, ჩვენ მაუწყებლის შესახებ […]

დედაქალაქის 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან

Posted on Leave a commentPosted in news, პოლიტიკა, საზოგადოება

თბილისის მერიამ დედაქალაქში ის 14 ქუჩა განსაზღვრა, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში შეეძლებათ. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ის ქუჩები დაასახელა, სადაც პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტი ამოქმედდება. თებერვლის ბოლოდან მიკროავტობუსები გაჩერებას ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირებზე, მერაბ კოსტავას, პეტრე […]