მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი ჩამოინგრა

Posted on Leave a commentPosted in news, კატეგორიის გარეშე, საზოგადოება

დღეს , დაახლოებით 10:30 წუთზე ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები. მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც. ამ წუთებში დაშავებულები კლინიკებში გადაყავთ. არსებული ინფორმაციით, ჭერი რომელიც ჩამოინგრა ახალი გარემონტებული იყო. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელმშენმა“ ჩაატარა.