ქართული ბრენდი ”ჯანინი”- ინტერვიუ დიზაინერ ნინო ჯანიძესთან

Posted on Posted in ინტერვიუ

ნინო ჯანიძე ქართველი წარმატებული დიზაინერია, მას საკუთარი ბრენდი ”ჯანინი” აქვს. საზოგადოებამ მისი სამკაულები დიდი ხანია რაც შეიყვარა, მაგრამ ეს ბოლო წლებია, განსაკუთრებულ დაინტერესებას მისი ნაძვის ხეები იწვევენ.

 

1.გამარჯობა ნინო, პირველ რიგში თქვენი ნაძვის ხის შესახებ მინდა გკითხოთ. რამდენი დრო დასჭირდა მის დამზადებას? როგორც ვიცი თითეული დეტალი ხელით არის დამზადებული.

– დიახ,თითოეული დეტალი, კონსტრუქცია სახლები, საახალწლოდ გაფორმებული ვიტრინები, მინიატურული სუნამოები და საახალწლო გვირგბინები, ყველაფერი ხელნაკეთია,რაც თავისთავად მოითხოვს ძალიან დიდ დროსა და ენერგიას. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ნაძვის ხის შესაქმნელად გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალა, როგორც ხის მასალა ასევე საღებავები.

2.როგორ გაჩნდა ეს იდეა, რომ დაგემზადებინათ ნაძვის ხე, მოძრავი მატარებლითა და საშობაო სოფლით?

– ნაძვის ხის შექმნის იდეა გაჩნდა 3 წლის წინ. თავდაპირველად შევქმენი 2 სახლი და მოვათავსე სტანდარტული ნაძვის ხის ქვეშ, მომდევნო წელს კიდევ რამდენიმე დავამატე და შეიქმნა ერთი დიდი,ლამაზი საშობაო სოფელი:) თუმცა რამდენიმე სახლით მაინც ვერ შემოვიფარგლე. ფანტაზიები იმდენად მრავალფეროვანი იყო , რომ გადავწყვიტე რაიმე გრანდიოზული კონსტრუქცია შემექმნა იმისათვის ,  რომ მთელი ჩემი იდეებისთბის ერთად, ერთ სივრცეში მომეყარა თავი. სწორედ ამ ძიების პროცესში შეიქმნა ეს ნაძვის ხე, რომელმაც უკვე ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოებისგან.

 

Gepostet von Nino Janidze am Donnerstag, 20. Dezember 2018

 

3. ნინო, თუ აპირებთ ნაძვის ხის გაყიდვას, ან მისი მსგავსი შედარებით პატარა ანალოგის შექმნას? ნაძვის ხეების ფესტივალის შემდეგ სად შეიძლება მისი ნახვა?

– მას შემდეგ რაც შარშანდელ ნაძვის ხეს ( ანალოგიური დიზაინის) ძალიან დიდი გამოხმაურება და დაინტერესება მოჰყვა, გადავწყვიტე რეალიზაცია წამომეწყო. ამისათვის კი აუცილებელი იყო ხარისხის გაუმჯობესება, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამემზადებინა კონსტრუქციაც და მასზე არსებული სახლებიც მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა მსალებისგან. შარშანდელი ნაძვის ხის სახლები დამზადებული იყო მთლიანად მუყაოსგან, წელს კი მთლიანად ხის მასალაა გამოყენებული. ამ ეტაპზე დამზადებული მაქვს ორი ნაძვის ხე, ერთი არის ქალაქის სტილში,სადაც წარმიდგენიკია ცნობილი ბრენდების მაღაზიები, მეორეზე კი წარმიდგენილია საშობაო სოფელი, კერძო სახლებით,კოცონით და კოცონის გარშემო მოთამაშე ბავშვებით.
რაც შეეხება ლოკაციას, ნაძვის ხეების ფესტივალის შემდეგ ერთ-ერთმა ნაძვის ხემ გადაინაცვლა ტელეკომპანია ”იმედში”, სადაც საახალწლო ეთერის მიმდინარეობისას დაამშვენებს სტუდიებს.

4.ძალიან ლამაზი სახელი აქვს თქვენს ბრენდს, ჯანინი. რამდენი ხანია რაც იგი შექმენით?

– ბრენდის სახელი “ჯანინი” გამომდინარეობს ჩემი სახელი და გვარიდან.ბრენდი შეიქმნა 2016 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ ძალიან ბევრ გამოფენაში, მოდის კვირეულსა და საქველმოქმედო აქციაში მივიღეთ მონაწილეობა.”ჯანინი”-ს მომხმარებლები არიან როგორც ქართველები ასევე უცხოელები. კოლექციების ნახევარი ხშირ შემთხვევაში სწორედ საზღვარგარეთ იგზავნება.

 

5.რა მასალას იყენებ ძირითადად ნამუშევრებისავის?

– ძირითადი მასალა ეს არის სუტაჟის თასმა, რომლის საკმაოდ მრავალფეროვან პალიტრას გვთავაზობენ მწარმოებლები. ასევე ვიყენებ ნახევრად ძვირფას ქვებს მარჯანს,ფირუზს,სადაფს, კვარცს, აგატს და ა.შ.

– მადლობა, ნინო, საინტერესო საუბრისათვის ბედნიერ დამდეგ შობა-ახალ წელს გისურვებ!

– მადლობა, თქვენც ასევე!!

Gepostet von Nino Janidze am Dienstag, 18. Dezember 2018

 

 

ინტერვიუ მოამზადა – ნინი ბარბაქაძემ

Please follow and like us:
0

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *