საინტერესო ფაქტები დიზაინერ ელი სააბის შესახებ.

Posted on Posted in FASHION, ეს საინტერესოა, კატეგორიის გარეშე, ნინი ბარბაქაძის ბლოგი

ელი სააბი 1964 წლის 4 ივლისს ლიბანიაში დაიბადა. იგი 1981 წელს პარიზში გადავიდა საცხოვრებლად რათა შეესწავლა დიზაინი, იგი მალევე დაბრუნდა ბეირუთში.
1982 წელს როდესაც ელი სააბი 18 წლის იყო, მას უკვე ყავდა 15 ადამიანიაგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც მისთვის მუშაობდნენ.
თავდაპირველად ელი სააბი მოიცავდა მხოლოდ საქორწინო მაღალი მოდის სამოსს, საქორწინო კაბები შეკერელი მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნაჭრებით, მაქმანი, დეტალური ნაქარგები, მარგალიტი, კრისტალები და აბრეშუმი.

მალევე დიზაინერმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ლიბანიაში.
1997 წელს სააბი გახდა პირველი არა იტალიელი დიზაინერი, რომელიც გაწევრიანდა იტალიის მოდის ეროვნული პალატაში, ეს პალატა 1958 წელს ჩამოყალიბდა მისი მიზანია, იტალიური მოდის ხელშეწყობა და კოორდინაცია, ასევე ახალგაზრდა იტალიელი დიზაინერების ხელშეწყობა.
პირველი ჩვენება სააბმა რომში გამართა იმავე წელს.

ელი სააბმა მისი რედი თუ ვეარის ხაზი, რომელიც ნიშნაბს მზადაა რომ ატაროთ, 1998 წლიდან დაარსა, მასთან ერთად კი აქსესუარების კოსმეტიკური და სუნამოების ხაზი დაარსა.
ამავე წელს დიზაინერმა ჩვენება მონაკოში გამართა, რომესლაც მონაკოს პრინცესა სტეფანი ესწრებოდა.
1999 წელს კი მისი ერთ-ერთი ერთი ნაქარგი ზურმუხტით და ბრილიანტით გაიყიდა ორ მილიონ ოთხასი ათას დოლარად.
ელი სააბი გახდა პირველი ლიბანიელი დიზაინერი, რომელმაც შემოსა ოსკაროსანი მსახიობი ჰოლი ბერი 2002 წელს.

 

2003 წელს ელი სააბი მაღალი მოდის პალატამ, რომელიც პარიზშია დაფუძნებული, მიიწვია მის წევრად და იმავე წელს ივლისში დიზაინერმა გამართა მისი პირველი მაღალი მოდის ჩვენება, გაზაფხული ზაგხულის 2003 წლის კოლექცია.
მე მომწონს ქალური ელეგანტურობა და არა ექსტრავაგანტიზმი, მე ვცდილობ წარმოვაჩინო კარგი გემოვნება. აღნიშნა დიზაინერმა ერთ-ერთ ინტერვიუში და სწორედ ასეთ კოლექციას წარმოასგენდა მისი გაზაფხული/ზაფხული 2003 წელი. ნაზი ფერადი და ჰაეროვანი კაებები, გაფორმებული ყვავილებითა და თვლებით.
ჩვენება მოდელმა ჰანა სოკუფოვმა გახსნა, ხოლო საპატარძლო კაბა კაროლინა კურკოვამ წარადგინა, ჩვენებაში მონაწილეობა მიიღო ასევე ტოპ მოდელმა ალეკ ვეკმა, ანა ბეატრის ბაროსმა

ელი სააბმა 2003 წელს გააფორმა კონტრაქტი პროვონიასთან და შექმნა ხაზი საქორწინო სამოსისა ელი ელი სააბისგან.
შედეგი კოლექცია რომელიც დიზაინერმა პარიზში წარადგინა გახლდათ შემოდგომა ზამთარი 2003. მთავარი ელემენტი კოლექციისა შიფონი გახლადათ, რომელიც გაფორმებული იყო ულამაზესი დეტალებით, მაღალი მოდის კოლექცია არ არის ორიენტირებული კომერციაზე, მისი მიზანია იდეალური ტანისამოსის შექმნა, განსაკუთრებული დეტალებით.
ჩვენება სუპერმოდელმა კაროლინა კურკოვამ გახსნა, ხოლო დახურა ჰანა სოკუპოვამ, მათთან ერთად კი გამოვიდნენ ალეკ ვეკი, რაკელ ზიმერმანი, მარიაკარლა ბოსკონი და ნაომი ქემბელი.

დიზაინერი 2006 წლიდან ოფიციალური წევრი გახდა პარიზის და პირველი რედი თუ ვეარ ჩვენება წარადგინა გაზაფხული ზაფხული 2006.

მისი კოლექციის შთაგონება კი მსახიობები რიტა ჰეივორთი და მერლინ მონრო გახლდათ, ყვავილი კი მისი კოლექციის მთავარი ელემენტია. ჩვენებაში მონაწილეობა მიიღეს ტოპ მოდელებმა როზი ჰათინგთონ ვაითლი, ლინსი ელინგსონი, კარმენ კასი.
2011 წელს მადამ ტუსოს მუზეუმში მსახიობი ქეით ვინსლეტის ცვილის ფიგურა გამოიტანეს, მას ელი სააბის კაბა აცვია

 

2011 წელს ელი სააბმა მისი პირველი სინამო ლე პარფუმ გამოუშვა, თქვენ ხედავთ მოდელ ანია რუბიკს რომელსაც სუნამოს რეკლამისთვის იღებენ

 

 

2016 წლიდან კი სუნამოს სახე ტოპ მოდელი ტონი გარნია.

შემდეგი კოლექცია რომელიც მინდა განახოთ არის გაზაფხული/ზაფხული 2007 მაღალი მოდის კოლექცია, ვერცხლისფერი, ლურჯი, იასამნისფერი და ღია მწვანე მთავარი ფერებია.
ჩვენება გახსნა ნატაშა პოლიმ.

რომანტიზმი გაზაფხული ზაფხული 2010 წლის მაღალი მოდის კოლექციის მთავარი თემაა. ჩვენება სუპერმოდელმა კარლი კლოსმა გახსნა.

ფერთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა 2011 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექცია, ნაკლებად გადატვირთული დეტალებით, მარტივი მაგრამ ელეგანტური, შავი, წითელი, კრემისფერი და შინდისფერი ძირითადი ფერებია. კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ორმა მოდელმა, ერთი მოდელი რომელიც ანია რუბიკს ეცვა, მეორე კი კარლი კლოსს გრძელი და მოკლე სახელოებით.
ჩვენება გახსნა ტოპ მოდელმ ქენდის სვეანპოლმა, ხოლო დახურა ანია რუბიკმა, კოლექციის ასევე წარადგინეს მოდელებმა: არიზონა მუსი, ები ლი კორშაუ, მაგდალენა ფრანკოვია, სიგრიდ აგრენი და სხვანი.

2012 წლის გაზაფხული ზაფხულის კოლექციის სახელი ფერთა შოკია და მართლაც კოლეცია ფერთა სიუხვი გამოირჩევა.
ჩვენება სუპერმოდელმა ანია რუბიკმა გახსნა ხოლო დახურა კარლი კლოსმა.

ელი სააბის 2014 წლის გაზაფხული/ზაფხლის კოლექციის თემა მაქმანიანი ბაღია, ყველა ფერი ყვავილების ფერებია: თეთრი კამელია, ვარდისფერი ვარდი, ნათელი მწვანე.
განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია შავმა მაქმანიანმა კაბებმა და მონოქრომულმა ტანისამოსმა გაფორმებული ყვავილებით.
კოლექცია წარადგინეს მოდელებმა: მაგდალენა ფრანკვოია, ტონი გარნი, საშა ლუსი, იმან ჰამამი, ლაის რიბეირო.

მე ყოველთვის ვიგებ, ჩემი მყიდველის აზრს, ისინი ბედნიერები არიან, ამიტომაც მეც ბედნიერი ვარ განაცხადა დიზაინერმა 2016 წლის გაზაფხული ზაფხულის კოლექციის ჩვენებამდე.
ჩემი კოლექცია არ არის განსხვავებული, უბრალიდ მიქსია განსახვავებული.
კოლექცია წარადგინეს ტოპ მოდელბმა ჯიჯი ჰადიდმა, კენდალ ჯენერმა, გრეის ელიზაბეტმა, რუს აბელსმა და სხვებმა.

შემოდგომა ზამთარი 2018/2019 წლის მაღალი კოლექციაა როგორც ყოველთვის ნაზი და გლამურულია, დიზაინერის შთაგონება ახალი კოლექციისათვის ესპანელი არქიტექტორი ანტონიო გაუდია, რომლის შემოქმედება მდიდარია ბუნებით შთაგონებული სილამაზით, ანტონი გაუდი 19 საუკუნის ბოლოსა და 20 საუკუნის დასაწყიში მოღვაწეობდა და მან შექმნა ისეთი ნაგებობები როგორიცაა გუელის პარკი (Parque Güell), მილას სახლი, კასა ბატლიო და ა.შ. ე ხოლო მის მიერ დაპროექტებული საგრიდა ფამილია როგორც მას ესპანურად ქვია, წმინდა ოჯახი იმდენად დიდებული პროექტია რომ, მისი მშენებლობა დღემდე მიმდინარეობს.
საუკეთესო კაბებად ამ კოლექციიდან აღიარებილია აბრეშუმისა და შიფონის კაბები.
ჩვენებაში მონაწილეობა მიიღეს ტოპ მოდელებმა ვანესა ვუდიმ, ბლანკა პადილამ, სინდი ბრუნამ და სხვებმა.

ელი სააბის სტილი უნიკალურია, ის წარმოადგენს შერყწმას დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურებისა. ის იყენებს მასალებს როგორიცა ტაფტა ორგანზა და სატინას.
ელი სააბი და მისი მეუღლე კალნდინი ლიბანიაში ცხოვრობენ მათ სამ შვილთან ერთად.
დიზაინერის სამოსი ცმიათ ისეთ ადამიანებს როგორებიც არიან დედოფალა რანია იორდანიის, შვედეთის პრინცესა ვიქტორიას, ლუქსემბურგის ჰერცოგინია სტეფანის, და ვარსკვლავებს ევა გრინს, ანჯელინა ჯოლის, კეტრინ ზეტა ჯონს და სხვანი.

 

 

სტატია მოამზადა – ნინი ბარბაქაძემ

Please follow and like us:
1

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *