როგორ ვაქციოთ ოცნება რეალობად და როგორ დავისახოთ მიზანი სწორად – ინტერვიუ ფსიქოთერაპევტ ლელა სტურუასთან

Posted on Posted in კატეგორიის გარეშე

 

როგორ ვაქციოთ ოცნება რეალობად, რა უნდა ვიცოდეთ მიზნების მისაღწევად. როგორ დავისახოთ მიზანი სწორად, რა უნდა ვიცოდეთ.
რჩევები ფსიქოთერაპევტი ლელა სტურუასაგან

1. ლელა, ახლოვდება ახალი წელი, როგორ უნდა შევხვდეთ მას სწორად, რომ ახალმა წელმა ჩვენი ოცნებები რეალობად აქციოს?

– პირველ რიგში უნდა დავისახოთ მიზანი. მიზნის დასახვა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, მასზე ფიქრისას ჩვენი ქვეცნობიერი ფსიქიკა იმ ე.წ. “სლაიდებს” ხედავს, რასთან მისვლაც და რის განხორციელებაც ძალიან გვინდა. სწორედ ეს სლაიდებია ე.წ. “დანიშნულების პუნქტი” ჩვენი ფსიქიკისთვის. რაც უფრო კონკრეტული და კარგად ფორმულირებულია მიზანი, მით უფრო დიდია მისი შესრულების შანსი, ამიტომ ჩემი პირველი რჩევა ასეთი იქნება ჩვენი ერთგული მკითხველისთვის: დაისახეთ კონკრეტული მიზანი!

2. ალბათ ყველას გაუგია, რომ ამბობენ ახალ წელს როგორც შეხვდები ისეთი იქნება მთელი წელი. როგორ შეგვიძლია ვაქციოთ ეს რეალობად, როგორ უნდა განვეწყოთ ისე, რომ ახალი წელი მართლაც რომ საუკეთესო იყოს?

– ახლოვდება ახალი წელი და ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანი ახალი იმედებით და მოლოდინებით ვეგებებით მას. ვცდილობთ მაქსიმალურად გავილამაზოთ ეს დღეები. ხალისით ვასრულებთ სხვადასხვა საახალწლო რიტუალებს, რათა ოცნებების ასრულება “ დაგვებედოს”, ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ საახალწლო განწყობა ამისთვის საკმარისი ვერ იქნება. ის, რომ მთელი წელი საუკეთესო იყოს პირველ რიგში საკუთარ თავთან უნდა გავარკვიოთ რას ნიშნავს ჩვენთვის “საუკეთესო”? როცა ვამბობთ საუკეთესო წელი აქ ყველა ადამიანისთვის განსხვავებული შინაარსია კოდირებული, ამიტომაც უპირველესად ეს კოდები უნდა გავშიფროთ საკუთარი თავისთვის. “ საუკეთესო წელი ანუ როგორი? “ ჰკითხეთ საკუთარ თავს პირადად ჩემთვის რას ნიშნევს და როგორია საუკეთესო წელი?” კონკრეტულად როგორ მინდა გამოვიყურებოდე “საუკეთესოდ?” რას ნიშნავს ჩემთვის საუკეთესო ჯანმრთელობა? საუკეთესო სამსახური? საუკეთესო ფინანსური მდგომარეობა? საუკეთესო ურთიერთობები გარშემომყოფებთან და ა. შ. რაც შეეხება პასუხებს, მაქსიმალურად ეცადეთ გასცეთ კონკრეტული პასუხები. მაგალითად, თუ თქვენი შემოსავალი 2018 წელს იყო 1000 ლარი, მაგრამ თქვენთვის 2019 წლისთვის საუკეთესო შემოსავალი 3000 ლარია, ნუ დაწერთპირდაპირ ამ ციფრს, უახლოესი 6 თვისათვის რეალური შემოსავლის მხოლოდ 50%ით ზრდა დაისახეთ მიზნად. Aამ შემთხვევაში ეს იქნება “1 ივლისისთვის შემოსავალი თვეში 1500 ლარის ოდენობით” და ბოლოს, ისევ საკუთარ თავს კითხეთ ამ შედეგისთვის რის გაკეთება მომიწევს? პასუხი ჩაიწერეთ. კიდევ რა უნდა გავაკეთო ამ შედეგისთვის? კიდევ? და ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე.

3.ოცნება და რეალობა. როგორ უნდა ვმართოთ ჩვენი ფიქრები ისე რომ ოცნებები რეალობად იქცნენ?

– ერთჯერადად არაფერი “დაგვებედება”. ეს რომ ასე იყოს, მაშინ ყველა ადამიანისთვის ყოველი წელი საუკეთესო იქნებოდა, რადგან თითქმის ყველანი ამაღლებული და საზეიმო განწყობით ვეგებებით ახალ წელს, თუმცა რეალურად ასე არ ხდება, რადგან ფსიქიკას და ჩვენს ქვეცნობიერს თავისი წესები და კანონები აქვს. გაინტერესებთ როგორია ეს წესები?
ყოველდღიურად უნდა “დავიბედოთ” ის, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამისთვის კი ყოველდღიურ მოქმედებაში გადმოვიტანოთ ეს “საუკეთესო ვარიანტი”.
მინიმუმ 28 დღეა საჭირო რომ ჩვენს ფსიქიკაში ახალი ჩვევის თუ უნარის “პროგრამა ჩაიწეროს.” “პროგრამის ინსტალაციის” შემდეგ იწყებთ ამ პროგრამის გამოყენებას, ანუ ამ წესებით ცხოვრებას და რაც უფრო ხშირად გაკეთებთ ამას, მით უფრო მყარად და საიმედოდ დაიბედებთ სასურველ მომავალს.

4.” თუ შეგიძლია იოცნებო, შეგიძლია გააკეთო კიდევაც” -ეს ვოლტ დისნეის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამონათქვამია. და მართლაც რა არის ის ხრიკები რომელბიც გადვეხმარება ჩვენი ოცნების რელობად ქცევაში?

– ნამდვილად ასეა ნინი. როდესაც გვიჩნდება რაიმეს ძლიერი სურვილი, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი მიღწევის ყველა რესურსი ფსიქიკას უკვე აქვს. რჩება მხოლოდ ერთი: უნდა დაიწყოთ მოქმედება, გადადგათ ნაბიჯები და არ გაჩერდეთ მანამ, სანამ სასურველს არ მიაღწევთ.

5. როგორ შეგვიძლია ავისრულოთ ჩვენთვის სასურველი ოცნებები, შედარებით მარტივად, ალბათ პირველრიგში საჭიროა რომ ეს ოცნებები რეალური იყოს და გარკვეული დრო უნდა მივცეთ ხომ ჩვენს თავს?

– გეთანხმებით,ადექვატურობა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია მიზნის დასახვაში. უცილებელია მისი გათვალისწინება და დაცვა. მაგალითად თუ თქვენი შემოსავალი ამჟამად თვეში 700 ლარია და თქვენს მიზნებში ჩაწერთ 100000000ლარს ან დოლარს 2019 წლიდან, ამ “მიზანს” თქვენი ქვეცნობიერი ავტომატურად დაბლოკავს, როგორც მიუღწევადს ჯერ-ჯერობით მაინც. Aამიტომ იყავით ადექვატურები მიზნის დასახვაში, დაისახეთ შუალედური მიზნებიც მთავარ მიზნამდე. ეს სვლას გაგიადვილებთ.

6. ხშირად ხდება, რომ რისიც გვეშიანია ან რაიმეს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულა გვაქვს , თითქოს ისინი უფრო მალე ხდება ხოლმე, რატომ არის ესე? როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ეს?

– ძალიან კარგი შეკითხვაა ნინი. მადლობა ამ კითხვისთვის, მართალი ხარ, ხშირად ხდება ასე, რადგან ადამიანები უმეტესად იმაზე კი არ ფიქრობენ რა უნდათ, არამედ იმაზე, რა არ უნდათ. ასეთ შემთხვევაში ჩვენი ქვეცნობიერი ზუსტად იმ “სლაიდებით” პროგრამირდება რაც არ გვინდა რომ მოხდეს. “სურათის” დანახვა კი სრულიად საკმარისია იმისთვის რომ ქვეცნობიერი პროგრამა ამოქმედდეს და იქ მიგვიყვანოს რა სურათიც “დავანახეთ”. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს “არ “ ნაწილაკის გამოყენებას, ამიტომაც ვამბობთ რომ ქვეცნობიერი “არ” ნაწილაკს ვერ კითხულობს. ის მხოლოდ ვიზუალური წარმოდგენებით, სურათებით და სლაიდებით პროგრამირდება.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ჩემგან ჩვენს მკითხველს: მიზნის დასახვისას ყოველთვის იფიქრეთ იმაზე რა გსურთ და არა იმაზე რა არ გსურთ!

7.რა იქნება თქვენი კიდევ ერთი რჩევა, როგორ ვაქციოთ ოცნება რეალობად?

– ახლა მინდა გაგაცნოთ ის ფსიქოლოგიური მეთოდები და მექანიზმები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ოცნებები რეალობად აქციოთ.

1. დავიწყებ იმით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს კონკრეტული მიზანი და ეს მიზანი აუცილებლად პოზიტიურად იყოს ფორმულირებული. Eეს კი იმას ნიშნავს, რომ მიზნის ფორმულირების დროს არ ვიყენებთ “არ” ნაწილაკს. მაგალითად: “არ მინდა მქონდეს დაბალი ანაზღაურება”ამის ნაცვლად ვამბობთ “მინდა მქონდეს მაღალი ანაზღაურება.”.. და სასურველია მივუთითოთ კონკრეტული ციფრი. რაც უფრო კონკრეტული იქნება თქვენი მიზანი, მით უფრო მეტი იქნება მისი შესრულების ალბათობა.

2.მეორე მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ მივუთითოთ ვადები მისი შესრულებისთვის, კონკრეტული თარიღი.

3. მიზანი უნდა დავწეროთ ფურცელზე ხელით. Aამ დროს ხდება ჩვენი გონებრივი შესაძლებლობების აქტივაცია.

4. უნდა შეადგინოთ იმ საქმიანობების ჩამონათვალი, რომლის გაკეთებაც მოგიწევთ მიზნის მისაღწევად. რამდენჯერმე ჰკითხეთ საკუთარ თავს: “კიდევ რა უნდა გავაკეთო ამისთვის”? და პასუხები ჩაიწერეთ

5. ჩამონათვალიდან შეადგინეთ სამოქმედო გეგმა, ანუ პუნქტები დაალაგეთ პრიორიტეტების მიხედვით. დაიწყეთ ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტიდან.

6. დაიწყეთ მოქმედება.

7. ამ მიზნისთვის ყოველდღიურად გააკეთეთ თუნდაც მცირედი
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტექნიკა რაც მინდა გაგიზიაროთ, არის სასურველი რეალობის ვიზუალიზაცია. ხშირად იფიქრეთ და “დაინახეთ” საკუთარ წარმოსახვაში ის, რაც მთელი გულით გინდათ თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს. დაინახეთ ეს ყველაფერი მკვეთრად, ნათლად და ფერადად. ყოველდღიურად “ნახეთ” ეს “ფილმი” ან “სურათი” სასურველ მომავალზე 2-3 წუთის განმავლობაში.
წარმატებას გისურვებთ!

 

ინტერვიუ მო

Please follow and like us:
1

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *