რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ახალ 2019 წელს, რჩევები ასტროლოგ ხათუნა ნოელისაგან

Posted on Posted in კატეგორიის გარეშე

 

როგორ დავემშვიდობოთ ძველ წელს, რომ ახალმა კიდევ უფრო მეტი წარმატება და ბედნიერბა მოგვიტანოს, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ახალ 2019 წელს, რჩევები ასტროლოგ ხათუნა ნოელისაგან

1. გამარჯობა, ხათუნა, გვიახლოვდება ახალი წელი, და რათქმაუნდა, ყველანი ცვლილებების მოლოდინში ვართ. მაგრამ ვიდრე იმას გკითხავდეთ, როგორ შევეგებოთ ახალ წელს, დავინტერესდები, აქვს თუ არა განვლილ წელთან გამომშვიდობებასაც რაიმე აუცილებელი დატვირთვა?

– რასაკვირველია აქვს . ძალზე მნიშვნელონია თუ როგორ დავემშვიდობებით ძველ წელს, რომ ამ წელიწადში მოპოვებული მიღწევები შევინარჩუნოთ, ხოლო პრობლემები თან აღარ გადავიყოლოთ.

2. რა რიტუალების ჩატარებაა ამისთვის საჭირო?

– ყველაზე მარტივი ხერხია დავფიქრდეთ და გავიხსენოთ, რითი იყო ეს წელი ჩვენთვის გამორჩეული, მადლობა გადავუხადოთ სამყაროს წარმატებებისათვის და ბედნიერი წუთებისათვის. ასევე უნდა გავიხსენოთ ცუდიც და ის ადამიანებიც რომლებმაც ნებით თუ უნებილიეთ ტკივილი მოგვაყენეს. აუცილებლად უნდა მოვასწროთ და მივუტევოთ მათ, ვიდრე ახალი წელი შემოაბიჯებდეს, რათა მომდევნო წელიწადში თან არ გადაგვყვეს უსიამოვნო ტვირთად.
რაც შეეხება რიტუალს- ქაღალდის ფურცელზე ჩამოწერეთ ის კარგი, რაც 2018 წელმა გაჩუქათ და რაც თან გინდათ გაიყოლოთ 2019შიც. ასევე ის, თუ რას ელით ახალი წლისგან. ხოლო მეორე ფურცელი დაუთმეთ განვილილი წლის არასასურველ თემებს, რომლებიც ცხადია აღარ გსურთ, რომ ახალ წელს ამათუიმ ფორმით განმეორდნენ თქვენს ცხოვრებაში. ეცადეთ არაფერი გამოგრჩეთ. ეს უკანასკნელი, ანუ ‘’ შავი სია’’ სანთლის ალზე დაწვით დაიწყეთ მაშინათვე, როგორც კი საათი ახალი წლის მოახლოვებას განიშნებთ და დაასრულეთ ვიდრე მე12ჯერ შემოკრავდეს. პირველი კი, კეთილი სურვილების სია შეინახეთ იქამდე , ვიდრე იქ ჩამოწერილი ნატვრებიდან ყველა აგიხდებათ.

3 .როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, რომ მან ჩვენთვის სასურველი ცვლილებები მოგვიტანოს?

– ახალ წელს ნუ შეხვდებით ძველი, გაცვეთილი სამოსით. შეიძლება მთელი გარდერობი ვერ განაახლოთ და ეს არცაა სავალდებულო, თუმცა თუ ერთი დეტალი მაინც თქვენს ჩაცმულობაში, თუნდაც მხრებზე მოსასხამი შარფი, ახალი და საზეიმო იქნება, ეს უკვე კარგია. შეელიეთ ძველ, გამოუსადეგარ ნივთებსაც, მითუმეტეს ისეთებს, რომლებიც გატეხილია. და ასევე, თუ გაქვთ შესაძლებლობა, ნუ გადაიყოლებთ ახალ წელიწადში ვალებს.

4. რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ზოგადად, რას მოგვიტანს ღორის წელი?

– ამ წელიწადში წინ წამოწეული იქნება თემები, რომლებიც ოჯახს, ფესვებს, ტრადიციებს ეხება. ეროვნული ფასეულობები, დღის წესრიგში იქნება ახლობლებზე მზრუნველობის გამოჩენის, თანადგომის და ერთგულების თემები. ღორს სტაბილურობა უყვარს. თუ თქვენ ამ საკითხებს პასუხისმგებლობით მოეკიდებით და მოვალეობებს ალაგ- ალაგ კი არა, ყოველთვის პირნათლად შესარულებთ, პირადიც და ფინანსური წარმატებებიც დამსახურებულად თქვენი იქნება.

5. რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება ეს ახალი, 2019 წელი საუკეთესო?

– ვინაიდან 2019 წელს ‘’ დიდი ბედნიერების პლანეტად ‘’ წოდებული იუპიტერი ცეცხლის სტიქიის ნიშანში იმოძრავებს, ის წარმატებას სწორედ ამ სტიქიის წარმომადგენლებს მოუტანს- ანუ მშვილდოსნებს, ლომებს და ვერძებს. კეთილგანწყობილი იქნება იუპიტერი ასევე ტყუპებისა და სასწორების მიმართაც. შედარებით გვიან, მაისიდან , მერწყულებსაც გაუღიმებს ფორტუნა. რაც შეეხება დანარჩენ ნიშნებს, მათ წარმატებისაკენ ცოტა უფრო რთული გზის გავლა მოუწევთ, და მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით შეძლებენ მიზნების მიღწევას.

6. რა შეგიძლია გვითხრათ, ხათუნა, როგორი წელი იქნება 2019 საქართველოსთვის?

– შედარებით დაძაბულ თვეებად შეიძლება ჩაითვალის იანვარი და ივლისი. წლის დასაწყისში ჯერ ისევ სახელისუფლებო ვერტიკალში განვითარებული ცვლილები გაგრძელდება. სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე ცნობადი სახე დატოვებს თავის დაკავებულ სავარძელს.
ზაფხული ჩვეულებრივ აქტიურობით არ გამოირჩევა ხოლმე, თუმცა ეს წელი ერთერთი გამონაკლისი იქნება და ფინანსურ სფეროს გააქტიურებს, დღის წესრიგში დადგება ბაკნებთან დაკავშირებული საკითხები, შესაძლოა გადაისინჯოს ამ სფეროში გატარებული პოლიტიკა. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება შეიძლება მოითხოვოს საბაჟო და სადაზღვევო სისტემებმაც.
დანარჩენი პერიოდები მეტ-ნაკლებად სტაბილური იქნება. წლის ბოლოსკენ კი შესაძლოა ძალზე სასიამოვნო სურპრიზიც გველოდეს.
დაველოდოთ და ვნახოთ. 

 

ინტერვიუ მოამზადა – ნინი ბარბაქაძემ

Please follow and like us:
1

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *