რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც გადავწყვეტთ ჰასკის ლეკვის ყიდვას, რა უნდა ვიცოდეთ და როგორ მოვუაროთ – ინტერვიუ ლალი ჩინჩალაძესთან

Posted on Posted in ინტერვიუ, კატეგორიის გარეშე, რჩევები, საზოგადოება

ლალი ჩინჩალაძეს 5 ციმბირული ჰასკი ყავს, ამასთან ერთად მას 4 ლეკვი ყავს, ორი გოგონა და ორი ბიჭი. მე მას მივმართე, რჩევებისათვის, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც გადავწყვეტთ ჰასკის ლეკვის ყიდვას, რა უნდა ვიცოდეთ და როგორ მოვუაროთ.

 

 

 

1.გამარჯობა, ლალი. პირველ რიგში როდესაც გადავწყვეტთ ციმბირული ჰასკის ლეკვის შეძენას რა უნდა ვიცოდეთ? რა პროცედურებია ჩასატარებელი, რომ ლეკვი ჯანმრთელი გაიზარდოს?

– როდესაც გადავწყვეტთ ციმბირული ჰასკის შეძენას უნდა ვიცოდეთ ის ამბავი ,  რომ ეს ჯიში არააა იოლი და იაფი შესანახი.ლეკვი 3 ჯერ უნდა დამუშავდეს ჭიაზე.შემდეგ კომპლექსური აცრები ჩავუტაროთ.

2. როგორი კვების რეჟიმი უნდა დავიცვათ?

– ეს ჯიში კვებაზე პრეტენზიული არაა მაგრამ სხვებთან შედარებით აქვთ სუსტი კუჭნაწლავი.და ვერ იტანენ ცხიმუან საკვებს.ანუ სპეციალური საკვებით უნდა ვკვებოთ.
ჩვენი ასარჩევია გინდა ბუნებრივი საკვებით გინდა ხელოვნურით, ცივი საჭმელები უყვარს, ნაკლებ ცხიმიანი. არა ძვალი და არც ძვლის ნახარში.

3.როდის შეიძლება გავიყვანოთ ლეკვი სასეირნოდ?

– ლეკვს სასეირნოდ მაშინ გავიყვანთ როცა კომპლექსურ აცრებს მოვრჩებით.ეს აცრები იმუნიტეტს უნვითარებს და ნაკლები რისკია რომ ლეკვს რამე დაემართოს.თუმცა ბოლომდ3 დაზღვეულები არა ვართ რამეში.

 

 

 

4. რა წესები უნდა დავიცვათ, რომ ჩვენი ძაღლი ჯანრთელი იყოს?

– წესები ჩვენი ძაღლის ჯანმრთელობის დაცვისათვის მდგომარეობს შემდეგში;
დროულად დავამუშაოთ ჭიაზე;
დროულად გავუკეთოთ აცრები და დავიცვათ მკბენარებისგან;
ეზოში ბარიერებიც გავაკეთოთ და დეზინფენქცია ხშირად ჩავატაროთ
ტერიტორიას სწირად ვკვებოთ, დროის და ნორმის დოზირების დაცვით.
და რაც უნდა ვიცოდეთ კიდევ, მთელი სიცოცხლის მანძილზე წონის მიხედვით დავამუშავოთ ყოველ 3 თვეში ერთხელ ჭიაზე.

5. ჰასკი სიგრილის მოყვარული ძაღლია, როგორ უნდა მოვუაროთ მას ზაფხულში?

– დიახ ჰასკს სიგრილე უყვარს, ამიტომ წყალი არ მივაკლოდ ზაფხულობით.წყლის ავზსაც თუ მივუწყობთ უკეთესია და ზაფხულზე არ უნდა ვარბენინოთ ჰასკი.არ გაფახურდეს.
ჩრდილში უნდა გვყავდეს.ზაფხულზე ნაკლებად იკვებება ჰასკი.რომ არ გამოიფიტოს.ამიტომ დამატებით ვაძლევთ კალცი და ომეგა 3-ს. მისივე საკეთილდღეოდ.

– დიდი მადლობა ლალი, რჩევებისათვის!

– ბევრი შემიძლია ვისაუბრო ჰასკზე დაუსრულებლად. მაგრამ ეს ზოგადი რჩევები უნდა გავითვალისწინოთ მეგობრებო. მადლობა, უფალი თქვენსკენ!

 

 

 

 

ინტერვიუ მოამზადა – ნინი ბარბაქაძემ

Please follow and like us:
0

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *