ნაძვის ხეების ფესტივალი 2018

Posted on Posted in news, ეს საინტერესოა, კატეგორიის გარეშე, საზოგადოება

წინასაახლწლო სამზადისი დაიწყო თბილისსა და მთელს საქართველოში. 22 დეკემბერს, თბილისში კოტე აფხაძის 44 ნომერში გაიმართა ნაძვის ხეების ფესტივალი 2018, სადაც წარმოდგენილი იყო ქართველი დიზაინერების ნამუშევრები და მათ მიერ შექმნილი ნაძვის ხეები.
ჩვენც ვიმყოფებოდით ფესტივალზე და გვინდა წარმოგიდგინოთ განსაკუთრებული ნამუშევრები.
ვერას ხელნაკეთი ნივთები
ვერა მოსიაშვილის ხელნაკეთი ნამუშევრები და მისი ნაძვის ხე, რომელიც დიზაინერის მიერ შექმნილი ულამაზესი სათამაშოებით არის მორთული.

 

 

 

 

 

დამეთანხმებით, რომ ხელნაკეთი ნამუშევრები საუკეთესო საჩუქრებია, განსაკუთრებით კი საახალწლოდ.

Blikvanger

 

 

ულამაზესი ფერადი აქსესუარები, შექმნილი ქართველი დიზაინერების ანი ცინცქილაძეს და ანკა ოდიშელიძეს მიერ. ფესტვილზე მისულ სტუმრებს, ასევე შეეძლოთ დასწრებოდნენ Blikvangerის მოდურ ჩვენებას.
დიზაინერებმა ყველასაგან განსხვავებული ფერადი ნაძვის ხე წარადგინეს.

Janini

 

ნაძვის ხე მოძრავი მატარებლით და საშობაო სოფლით.
ნამუშევარი ნინო ჯანიძემ შექმნა, იგი მთლიანად ხელნაკეთია. მოდის მოყვარულებს განსაკუთრებულად მოეწონებათ მისი ხილვა, ყველა მოდური სახლი ერთ ადგილას თავმოყრილი: შანელი, პრადა, გუჩი, მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია ნაძვის ხეზე განთავსებული მაღაზიებისა.

ნაძვიის ხეების ფესტივალი 2018 კიდევ მრავალ ლამაზ ხელნაკეთ ნამუშევრებსა და აქსესაურებს მოიცავდა. მისულ სტუმრებს კი განსაკუთრებული ლამაზი გარემო დაგხვდა, რომელსაც მუსიკალურად აფორმებდა ჯგუფი “გობლინები”.

 

მასალა მოამზადა – ნინი ბარბაქაძემ

Please follow and like us:
1

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *